შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, გამგებელს, გამგებლის წარმომადგენლებს და გამგეობის თანამშრომლებს ა(ა)იპ „განათლების ცენტრის“ წარმომადგენელი, ლელა დოლიძე შეხვდა. 
  შეხვედრაზე ქალბატონმა ლელამ ისაუბრა, პროექტის „დღის ცენტრის“ შესახებ, რომელიც ახორციელებს პროგრამას 6-დან-18 წლამდე , სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.
  პროექტი ითვალისწინებს:
   1) ბენეფიციარის ტრანსპორტით უზრუნველყოფას;
   2) ორჯერად კვებას;
   3) სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა და ფსიგოლოგის მომსახურება კვირაში ორჯერ.
  „დღის ცენტრი“ განთავსებულია, ღვთისმშობლის სახელობის სკოლის I სართულზე, წერეთლის N3-ში.
  შეხვედრას ესწრებოდა ჩოხატაურის არასამთავრობო ორგანიზაციის „კავშირი გზა იმედისკენ“ წარმომადგენელი ნინო ლომთათიძე, რომელმაც გამგებლის წარმომადგენლებს თხოვა, სოფლებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიაწოდონ ინფორმაცია აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ.

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG