„ჩვენ ვირჩევთ პროფესიას“ პროექტის პრეზენტაცია

  15 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ღვთისმშობლის სახელობის სკოლაში, პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში, მოსწავლეებმა საკლასო პროექტის „ ჩვენ ვირჩევთ პროფესიას“ პრეზენტაცია გამართეს. 
  პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის გამგებელი, საჯარო სამსახურების წარმომადგენლები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ესწრებოდნენ. სტუმრებმა ისაუბრეს თავიანთ პროფესიებზე, მოსწავლეებს მისცეს რჩევები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.

„ჩვენ ვირჩევთ პროფესიას“ პროექტის პრეზენტაცია

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG