ჩოხატაურის წარმატებული სპორტსმენი გოგონა

  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის მინდვრის ჰოკეის გოგონათა გუნდის წევრი, ქრისტინა ბარაშვილი, შერჩეული იქნა საქართველოს 12 საუკეთესო მინდვრის ჰოკეისტ გოგონათა შორის. 
  28 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირადად მიულოცა ქრისტინას წარმატება და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
  14 წლის ქრისტინა ბარაშვილი, სოფელ კოხნარის საჯარო სკოლის მოსწავლეა. 13-15 მაისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, ქრისტინა, ჩოხატაურის გოგონათა გუნდთან ერთად, წყნეთში საქართველოს პირველობისათვის იბრძოლებს, მომავალში კი, საქართველოს ნაკრებთან ერთად სამშობლოს ღირსებას არგენტინაში დაიცავს - მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.

ჩოხატაურის წარმატებული სპორტსმენი გოგონა

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG