ისრაელის ელჩი ჩოხატაურში

  4 მაისს, ისრაელის საელჩომ საქართველოში და საერთაშორისო ცენტრმა „მაშავი“, ჩოხატაურში “SHALOM CLUB GURIA” -ს ისრაელის ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბური გადასცა.
  უნიკალური სათბური, რომელიც ისრაელის კომპანია „ისრაგრინის“ ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს დაეხმარება. 
  სათბურის პრეზენტაციას ისრაელის ელჩი საქართველოში, იუვალ ფუქსი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და“SHALOM CLUB GURIA” წარმომადგენლები დაესწრნენ. 
  ამავე დღეს ბატონი იუვალ ფუქსი, ჩოხატაურის ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას დაესწრო, რომელიც ისრაელის დამოუკიდებლობის 68 წლისთავისადმი, არასამთავრობო ორგანიზაციის “SHALOM CLUB GURIA”ინიციატივით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა-საკრებულოსა და რესურსცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობდა საჯარო სკოლების 18 მოსწავლე, რომლებიც ბატონმა ელჩმა, სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა, ასევე სიგელებით დაჯილდოვდა მათი პედაგოგები. 
  კონფერენციის შემდეგ ელჩი, სასპორტო სკოლაში, დაესწრო თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ ისრაელ და ქართველ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს თავისუფალ ჭიდაობაში. ტურნირი მუნიციპალიტეტში ტრადიციად დამკვიდრდა და უკვე მესამე წელია, არასამთავრობო ორგანიზაცია “SHALOM CLUB GURIA”-ს ინიციატივით, ისრაელის საელჩოს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით ტარდება.

ისრაელის ელჩი ჩოხატაურში

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG