გამოფენა-კონკურსი „ქრისტე აღდგა“

  4 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ორგანიზებით, კინოთეატრ „გურიაში“, გაიმართა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი გამოფენა-კონკურსი - ,,ქრისტე აღდგა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები, ა(ა)იპ-ები , ჩოხატაურის წითელი ჯვარი. კონკურსანტებმა აღდგომის თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპოზიციები წარმოადგინეს. ღონისძიების გამარჯვებულად გამოვლინდა ა(ა)იპ სამხატვრო სკოლა. 
  გამოფენა-კონკურსს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ისრაელის ელჩი საქართველოში, იუვალ ფუქსი დაესწრო.

გამოფენა-კონკურსი „ქრისტე აღდგა“

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG