„აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში“ ექსპედიცია ჩოხატაურში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ტურიზმი და რეალობა“ (tourismreality.ge) უმასპინძლა "აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში" პროექტის რიგით მეორე ექსპედიციას. 
პროექტის ფარგლებში ექსპედიციის წევრები იყვნენ : ტურიზმის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ლაშა ჩხაიძე, „ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი TravelGIS“-ის დამფუძნებელი სერგო ცირამუა, ტურისტული კომპანია „აღმოაჩინე საქართველოს“ ხელმძღვანელი ნინა კეკელიძე, თამარ ექვთიმიშვილი (Discover Georgia), არასამთავრობო ორგანიზაცია „ტურიზმი და რეალობა“- დირექტორი ეკა დევიძე, ოპერატორი ლუკა ქირია. 
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ექსპედიციის მონაწილეები ესტუმრნენ ჩოხატაურის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეას, მოინახულეს ნაკლებად ცნობილი ტურისტული ობიექტები: ერისთავების სასახლე, სოფ. გორაბერეჟოულის დენდროლოგიური პარკი, სოფ. ბუკნარის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია, ბუკნარის გოგირდის მარილიანი წყალი, ამავე სოფლელში საოჯახო სასტუმრო - ,,ბიძია თომას ქოხი“ და ირემაძეების გლეხური მეურნეობა და სხვა. აღნიშნულ ინფორმაციას დაემატება კიდევ ბევრი საინტერესო ობიექტი, რომელიც მოიპოვა და შეისწავლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ "ტურიზმი და რეალობა".
ექსპედიციის მონაწილეები შეხვდნენ ჩოხატაურში მცხოვრებ ბენეფიციარებს, (შარაშიძეების მარანი-სოფელ ბუკისციხეში) რომლებსაც მათთვის ტურისტული სერვისების მიწოდება შეუძლიათ და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე. 
პროექტის ორგანიზატორები გულწრფელ მადლობას უხდიან საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, ადგილობრივ მოსახლეობას და არასამთავრობო ორგანიზაცია "ტურიზმი და რეალობა"-ს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, სტუმართმოყვარე და თბილი დახვედრისათვის. გურიის პოპულარიზაციისთვის მოპოვებული ინფორმაცია დამუშავდება ექსპერტების მიერ და აიტვირთება მსოფლიო ვებ პორტალზე www.travelgis.ge და მობაილ აპლიკაციაში Travel GIS ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

„აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში“ ექსპედიცია ჩოხატაურში

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG