გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ვიზიტი ჩოხატაურში

 18 მაისს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
 „ივლიტას ბიბლიოთეკაში“ მინისტრი, გურიის მხარის გუბერნატორ გია სალუქვაძესთან, ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ თემურ ჭკუასელთან, ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატ თემურ ჩხაიძესთან, გურიის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან და სამინისტროს სიპ-ის ხელმძღვანელებთან ერთად, ჩოხატაურის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
 მხარეებმა გარემოსდაცვით სფეროში არსებული აქტუალური საკითხები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. საუბრის მთავარი თემა ხე-ტყის და წიაღის მოპოვებასთან დაკავშირებული რეგულაციები, ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების მოწყობა-რეაბილიტაცია და სოციალურ ჭრებთან დაკავშირებული პროცედურების უფრო მეტად გამარტივება იყო. შეხვერდა ინტერაქტიულ რეჟიმში 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
 „ივლიტას ბიბლიოთეკაში“ მინისტრთან შეხვედრა „გურია ნიუსისა“ და ორგანიზაცია „Post_ალიონის“ მიერ იყო ორგანიზებული.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ვიზიტი ჩოხატაურში

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG