საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი „ახალგაზრდული კვირეული“ ჩოხატაურში

 18 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბის ცენტრალურ მოედანზე, N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მისალმებითა და ფლეშმობით გაიხსნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი „ახალგაზრდული კვირეული“.
 ღონისძიება ნ.ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაგრძელდა, სადაც მუზეუმების საერთაშორისო დღესთან და 2016 წლის ვეფხისტყაოსნის წლად გამოცხადებას დაკავშირებით, გაიმართა კონკურსი: ხატვაში, კალიგრაფიასა და მხატვრულ კითხვაში, სახელწოდებით “მელნად ვიხმარე გიშრის ტბა". კონკურსს ჩოხატაურის გამგებელი და გამგებლის მოადგილე ესწრებოდნენ. ბატონმა ირაკლი კუჭავამ თავისი ფავორიტი კონკურსანტი დაასახელა და მას სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
 ამავე დღეს ჩატარდა მინი-ფეხბურთის ტურნირი ჩოხატაურის საჯარო სკოლებს შორის მუნიციპალიტეტის პირველობისთვის.
 „ახალგაზრდული კვირეულის“ პირველი დღის დასკვნითი ღონისძიება, სოფელ გორაბერეჟოულის ერისთავების სასახლეში, „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის“ მოსწავლეების მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმის - „რას საიდუმლოებას ინახავს გორას ტყე-პარკი“ ჩვენებითა და დენდროლოგიურ ტყე-პარკში, მოლაშქრეთა კლუბ „ნაბიჯი“-ს პრეზენტაციით დასრულდა, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ჩოხატაურისა და ლაჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატები თემურ ჭკუასელი და თემურ ჩხაიძე და გურიის მხარისა და ჩოხატურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი   „ახალგაზრდული კვირეული“  ჩოხატაურში

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG