ჩოხატაურელი სპორტსმენების წარმატება

 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ „ბახმაროს“ წარმატებული ფეხბურთელი გოგონები ყავს. 
 მარიამ კალანდაძე, 15 წლის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობილის სახელობის სამრევლო სკოლის X კლასის მოსწავლე, საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების, ასაკობრივივ ჯგუში - U16 აიყვანეს, სადაც უკვე ერთი წელია ნაკრების მცველია. 
 თათია გაბუნია 15 წლის, ნ.მარის სახელობის N 1 საჯარო სკოლი X კლასის მოსწავლე, ასევე საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების, ასაკობრივივი ჯგუფის - U16 მეკარე და კაპიტანია, ამავრდროულად თათია საქართველოს ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრების წევრია.
 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა პირადად შეხვდა გოგონებს და მიულოცა მათ პროფესიული წინსვლა. 
 ვუსურვოთ ახალგაზრდა სპორტსმენებს წარმატებები!

ჩოხატაურელი სპორტსმენების წარმატება

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG