ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საყურადღებოდ

 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ამა წლის 30 მაისის N1523 ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგით, სოფელ საჭამიასერში ძაღლის პათ. მასალაში მიკროსკოპული გამოკვლევით დადგინდა ცოფი.
 აქედან გამომდინარე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი საჭამიასერი გამოცხადდა ცოფის მხრივ არაკეთილსაიმედოდ, ხოლო მისი მიმდებარე ტერიტორია (2-3კმ რადიუსი) დაავადების მხრივ საშიშროების ქვეშ მყოფ ტერიტორიად.
 სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალური სამმართველო დაავადების საწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებებს ატარებს.
 ცოფთან ბრძოლის ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის მიზნით სოფლის ხელმძღვანელობამ და მოსახლეობამ გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა. ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნათა დარღვევისათვის პირი პასუხს აგებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG