ჩოხატაურში თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა გაიხსნა

  17ივნისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გურიის გუბერნატორის მოადგილემ სოსო ერქომაიშვილმა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან და მიწვეულ სტუმრებთან ერთად , თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა გახსნეს.
  ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა დღეიდან მოემსახურება სახვითი ხელოვნების, მხატვრების, მოქანდაკეების, ფოტოგრაფების, დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების, ქართული ტრადიციული მიმართულებების , ორგანზომილებიანი და სამგანზომილებიანი მულტიმედიური ხელოვნების მიმდინარეობებს.
  თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა იქნება თავშეყრის ადგილი, სადაც საშუალება ექნება როგორც სახელოვნებო, ასევე საგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს წარმოაჩინონ და გააცნონ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ საზოგადოებას თავიანთი მიღწევები.
  გალერეის მიზანია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მხარდაჭერა და პოლპულარიზაცია.

ჩოხატაურში თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა გაიხსნა

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG