საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტი - ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“

 საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას.
 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სწავლება ჩატარდება სოფელ ხიდისთავის საზოგადოებრივ ცენტრში და შეეხება შემდეგ თემებს:
  1. სამართალი და ადამიანის უფლებები
  2. კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა
  3. საკუთრების უფლება, სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცნებები
  4. რა არის ევროკავშირი ?
  5. რა არის დისკრიმინაცია ?
  6. ეფექტიანი კომუნიკაცია
  7. კონფლიქტის მართვა
  8. დროის მართვა
  9. პროექტის მართვა
  10. პროექტის წერა.
 პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 65 წლამდე ნებისმიერ მსურველს, რომელიც 18 ივნისიდან 1 ივლისამდე გაივლის რეგისტრაციას.
 რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ორი გზით:
  1. სარეგისტრაციო ფორმის შევსება სოფელ ხიდისთავის საზოგადოებრივ ცენტრში;
  2. სარეგისტრაციო ფორმის შევსება ვებგვერდზე: tcj.gov.ge
 პროექტის მიზანია: სწავლებისა და განვითარების პროგრამების ხელმისაწვდომობის გზით სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სოფლად მცხოვრები მოსახლოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ასევე, პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG