ჩოხატაურში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ირაკლი კუჭავასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ზაალ მამალაძესთან ერთად მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. 
,,გურიის რეგიონისთვის მიმდინარე წელი ინფრასტრუქტურის მოგვარების კუთხით განსაკუთრებულია. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდითა და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული სამუშაოების ნაწილი დასრულდა, ნაწილი კი ინტენსიურად მიმდინარეობს. კერძოდ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში წესრიგდება როგორც დაბაში არსებული, ისე სასოფლო დანიშნულების გზები, ხდება ქუჩების მოასფალტება, ხიდების შეკეთება, რეაბილიტაცია უტარდება კულტურის სახლს, მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშენებლობა. დასრულდა ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეას მშენებლობა; მიმდინარეობს ჯვარცხმის კულტურის სახლის რეაბილიტაცია და ხიდისთავის საბავშვო ბაღის მშენებლობა; დასრულდა დაბის ექვსი ქუჩის მოასფალტება. უახლოეს მომავალში დაიწყება სოფელ ხიდისთავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის მშენებლობა, რაც საკმაოდ მოცულობითი და მასშტაბური პროექტია,“- აღნიშნა გია სალუქვაძემ.

ჩოხატაურში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG