შეხვედრა იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან

  6 ივნისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა, გამგეობის თანამშრომლებთან პრეზენტაცია გამართეს.
  იურიდიული დახმარების სამსახური ნებისმიერ მსურველს გაუწევს უფასო, ზეპირ კონსულტაციას. 
  სამსახური ძირითადად ორიენტირებულია სოციალურად დაუცველ ფენაზე და მათ საჭიროების შემთხვევაში უფასოდ გაეწევათ როგორც ზეპირი კონსულტაცია, ასევე იურიდიული დოკუმენტის შედგენა და უფასო საადვოკატო მომსახურება.
  დახმარებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ოზურგეთის საკონსულტაციო ცენტრს. მის: ოზურგეთი, კოსტავას ქ. ტელ: +995(496)27 59 92. მობ:+995(595) 30 88 50.

შეხვედრა იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG