კიდევ ერთი ახალი კოოპერატივი ჩოხატაურში

  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, პროექტის „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით , სოფელ ბუკნარში შალვა პაქსაძემ ახალი კოოპერატივი „ გვირილა“ დააარსა. 
  კოოპერატივს მიენიჭა სასოფლო-სამეურნეო სტატუსი და მიიღო მონაწილეობა ევროპის სამეზობლო პროგრამაში. შალვა პაქსაძე მოგებული გრანტით თავის საწარმოში მეცხოველეობისათვის საკვების წარმოებას უზრუნველყოფს. 
  მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ პირადად მიულოცა მეწარმეს და უსურვა წარმატებები. 
აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, გურიის რეგიონში, მოწინავეა დაფინანსებული გრანტების რაოდენობით. დღეისათვის პროგრამა“ აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ჩოხატაურს 14 გრანტი დაუფინანსდა.

კიდევ ერთი ახალი კოოპერატივი ჩოხატაურში

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG