ღია კარის დღე ბიზნეს იდეების კონკურსში

  29 ივლისს, ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, „საქართველოში მცხოვრებ ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგანმანათლებლო და ბიზნესს საქმიანობის ხელშემწყობი პროექტის“ ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა.
  პროექტის მიზანია საქართველოდან მიგრაციის შემცირების ხელშეწყობა, პოტენციურ და დაბრუნებულ მიგრანტთათვის საარსებო წყაროს შექმნის ეფექტური სტრატეგიების შემუშავება.
  პროექტს ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია (DVV International) საქართველოს ოფისთან და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან პარტნიორობით.

ღია კარის დღე ბიზნეს იდეების კონკურსში

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG