27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე

  27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჩოხატაურის 9 აპრილის სახელობის პარკში, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლების (მამუკა კალანდაძე, გია სიხარულიძე, ზაზა ცინცაძე, ლექსო ბერაძე, გურამ უჯმაჯურიძე, გელა ბელაუსოვი, გოჩა უნგიაძე, ალბერტ შინოვი, ნუგზარ კიკვაძე, ზურაბ კიკვაძე, გოჩა ონიანი, გია ტრაპაიძე) სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა წმინდა ანნასა და იოკამეს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მამა თომამ. 
  დღესვე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა პირებმა, გამგეობისა და საკრებულოს სამსახურებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან ერთად პატივი მიაგეს აფხაზეთში დაღუპული ჩოხატაურელი მებრძოლების საფლავებს და მიუსამძიმრეს მათ ოჯახებს.

27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე (1)

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG