წარმატებული ჩოხატაურელი მოჭადრაკე

  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელმა, 8 წლის საბა ბოლქვაძემ, „სამტრედია 2016“-ის და „ზესტაფონი 2016“-ის საჭადრაკო ტურნირში I და III საპრიზო ადგილები დაიკავა. 
  19 ოქტომბერს, საბა, ქ. ბათუმში 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, სადაც 49 ქვეყნის 200-მდე მოჭადრაკე იასპარეზებს, მათ შორის 20 ქართველი. 
  წარმატებებს ვუსურვებთ პატარა საბას, ესოდენ დიდ საერთაშორისო სარბიელზე.

წარმატებული ჩოხატაურელი მოჭადრაკე

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG