ბახმაროს მიწათსარგებლობის გენ.გეგმის პრეზენტაცია

  5 დეკემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ბახმაროს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემმუშავებელი ჯგუფის წარმომადგენლებმა, გენ.გეგმის პირველი ეტაპის შემუშავების ფარგლებში, დასრულებული წინასაპროექტო კვლევისა და დამუშავებული გეგმარებითი დავალების პროექტის პრეზენტაცია გამართეს. 
  აღნიშნული ეტაპი შეთანხმებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. ამ ეტაპისთვის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უნდა იქნას განხილული და დამტკიცებული გეგმარებითი დავალება, რის შედეგადაც დაიწყება ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების პროცესი. 
  შეხვედრას ესწრებოდა გურიის მხარის გუბერნატორი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები და გამგეობის თანამშრომლები.

ბახმაროს მიწათსარგებლობის გენ.გეგმის პრეზენტაცია

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG