ძლიერმა წვიმებმა ჩოხატაურში მეწყერი გამოიწვია

  ძლიერი წვიმების შედეგად, 12 დეკემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერში, პატარჭალის უბანში, საავტომობილო გზაზე ჩამოშლილმა მთის ქანმა სოფლის გზა ჩახერგა, იმდღესვე მოხდა გზის გაწმენდა და მოძრაობის აღდგენა. 
  ასევე , ცენტრალური მაგისტრალიდან ამაღლებასთან დამაკავშირებელ ხიდთან, ადიდებულმა მდინარემ მიწაყრილი ჩაშალა. დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები და ხიდზე მოძრაობა უახლოეს მომავალში აღდგება.

ძლიერმა წვიმებმა ჩოხატაურში მეწყერი გამოიწვია

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG