სოფელ ამაღლებაში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში 25 ბავშვზე გათვლილი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.
საბავშვო ბაღი დღეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ და ჩოხატაურის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ გახსნეს.
„მისასალმებელია, რომ სოფელ ამაღლებას ახალი ბაღი შეემატა. ჩოხატაურში ბოლო სამი წლის განმავლობაში მეექვსე ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. საერთო ჯამში მუნიციპალიტეტში 18 საბავშვო ბაღია. ამიერიდან ჩვენი პატარები ლამაზ გარემოში შეუდგებიან სწავლას და შეიძენენ საჭირო უნარ-ჩვევებს. ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს და მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს ვინც მონაწილეობა მიიღო ამ კეთილ საქმეში"- განაცხადა გია სალუქვაძემ.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ აღნიშნა შენობა აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. ბაღის მშენებლობა დაფინანსდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და პროექტის ღირებულება 71 000 ლარს შეადგენს.

სოფელ ამაღლებაში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG