სოფელ გორაბერეჟოულში დასახლების საერთო კრება გაიმართა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ინიციატივით მოწვეული დასახლების საერთო კრება გაიმართა.
კრებაზე განიხილა შემდეგი საკითხები:
1) დენდროლოგიური პარკის ფუნქციური გამოყენების პროექტი.
2)სოფლის ტექნიკური და სასმელი წყლის გამოყენების პროექტი;
3)სოფელში არსებული შიდა გზების მოასფალტებისა და განახლების პროექტი.
საერთო კრებას ესწრებოდა გორაბერეჟოულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 20 %, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, სოფლის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.
კრებაზე დამსწრე უმრავლესობამ გადაწყვიტა (კენჭისყრის შედეგად) მხარი დაუჭიროს დენდროლოგიური პარკის ფუნქციური გამოყენების პროექტს.

სოფელ  გორაბერეჟოულში  დასახლების საერთო კრება გაიმართა

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG