მაგიდის ჩოგბურთის რეგიონული შეჯიბრი

26 აპრილს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მაგიდის ჩოგბურთის რეგიონული შეჯიბრი გაიმართა.
გაიმარჯვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის ბიჭების გუნდმა და ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანას საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა, რომლებიც საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის ფინალურ შეჯიბრში იასპარეზებენ.
მაგიდის ჩოგბურთი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა-საკრებულოს მხარდაჭერითა და ა(ა)იპ სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.
#გურია2017 #ჩოხატაური2017 #სასკოლოოლიმპიადა

მაგიდის ჩოგბურთის რეგიონული შეჯიბრი

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG