გამგებელი დაზარალებული ოჯახების შემოვლას აგრძელებს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, 23-24 აპრილის ქარის შედეგად დაზიანებული ოჯახების შემოვლას აგრძელებს.
ამ დროისათვის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსულ ყველა განცხადებაზე ხდება რეაგირება და სპეციალური კომისია ადგილზე მისვლით აზუსტებს ზარალის ოდენობას.