საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ჩოხატაურში

15 მაისს, მედიასახლ „გურია ნიუსისა“ და გურიის ახალგაზრდული გაზეთის „21-ს ქვევით“ მოწვევით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა , ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა ზურა ხიზანიშვილმა , ჩვენს ქვეყანაში გასამართი, ევროპის 19 წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატის თასი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჩამოიტანეს.
სტუმრები „ივლიტას ბიბლიოთეკაში“ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეხვდნენ და მათ კითხვებს უპასუხეს. შეხვედრის შემდეგ, გურიის მხარისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონული ლიგის მეცხრე ტურის მატჩს დაესწრნენ.
საფეხბურთო მატჩი ჩოხატაურის „ბახმაროს“ და ოზურგეთის „მერცხალს“ შორის, „ბახმაროს“ გამარჯვებით - ანგარიშით 3:1 დასრულდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ჩოხატაურში

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG