ჩოხატაურს მსოფლიო ბანკის უცხოელი ექსპერტები სტუმრობდნენ

18 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მსოფლიო ბანკის უცხოელი ექსპერტები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდა გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილეები და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრის მიზანი იყო მსოფლიო ბანკის მიერ სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებისათვის მოსახლეობის გამოკითხვა, საჭიროებებისა და არსებული გამოწვევების კვლევა.
შეხვედრის შემდეგ ექსპერტებმა , გურიის მხარისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, სოფელ გორაბერეჟოულის დენდროლოგიური პარკი დაათვალიერეს.
#გურია2017 #ჩოხატაური2017 #მსოფლიობანკისექსპერტები

ჩოხატაურს მსოფლიო ბანკის უცხოელი ექსპერტები სტუმრობდნენ

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG