იუსტიციის მინისტრმა სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

5 ივლისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, იუსტიციის მინსტრმა თეა წულუკიანმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატთან თემურ ჭკუასელთან და ანტიგუსა და ბარბუდას ტელეკომუნიკაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მინისტრთან ბატონ ნიკოლასთან ერთად, სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.
საზოგადოებრივი ცენტრში, სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-მდე სერვისის მომსახურებით, კოხნარის მოსახლეობასთან ერთად მიმდებარე ბურნათის, წიფნარის, ქვემოხეთის, ზემოხეთის, ნაკადულის და ჩომეთის სოფლების 5 000 -მდე მოსახლე ისარგებლებს.
საზოგადოებრივი ცენტრში განთავსებულია: სოფლის ადმინისტრაციული შენობა, , ამბულატორია, საკონფერენციო დარბაზი, ინტეგრირებული ბიბლიოთეკა, უფასო კომპიუტერის დარბაზი, სანოტარო ბიურო , სკაიპის ოთახი, სწრაფი გადახდის აპარატები, სოციალური სააგენტოს სერვისები: მაგთის ოფისი და ლიბერთი ბანკის ფილიალი.
გახსნის ცერემონიის დროს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა, თავისი წიგნების გაყიდვიდან შემოსული თანხა, ორ ობოლ ბავშვს გადასცა.
კოხნარის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, გურიის მხარისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
„მიხარია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეს პროექტი დღეს აქ, კოხნარში გახორციელდა. ეს უკვე 45-ე საზოგადოებრივი ცენტრია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა. საზოგადოებრივი ცენტრი, პირველ რიგში, ცხადია ფუნქციონალურადაა მნიშვნელოვანი, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო ახალი შენობის ვიზუალური მხარეც, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია.
ასეთი ცენტრების გახსნა მოსახლეობისთვის ძალიან დიდი შეღავათია. მათ აღარ მოუწევთ აღარც შორს წასვლა და აღარც მრავალ ადგილზე მისვლა საიმისოდ, რომ ერთი საკითხი მოაგვარონ. აქ ერთ ადგილზეა თავმოყრილი თითქმის ყველა ტიპის სერვისი, როგორც სახელმწიფო, ასევე - კერძო, რაც მოქალაქეებს შეიძლება პერიოდულად სჭირდებოდეთ. ამ ფორმით სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლება ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, რადგან სერვისების ამგვარი ხელმისაწვდომობა პრობლემების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. აქვე აუცილებლად, სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ როგორც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, ჩვენ ამ წელს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ლანჩხუთშიც დავიწყებთ“. - ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი.
#გურია2017 #ჩოხატაური2017 #იუსტიცია2017 #კოხნარისსაზოგადოებრივიცენტრი

იუსტიციის მინისტრმა სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG