ხევში საავტომობილო ხიდების აღდგენა მალე დაიწყება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძესთან და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატ ზვიად მამალაძესთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო ხიდების დაპროექტებისათვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, ხევის ტერიტორიულ ერთეულში იმყოფებოდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღსადგენად 2,5 მილიონი ლარი გამოეყო.
სოფელ ხევში ორი ახალი ხიდი აშენდება, ერთს კი ბურჯის აღდგენისა და სარეგულაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #ინფრასტრუქტურა2018 #სტიქია

ხევში საავტომობილო ხიდების აღდგენა მალე დაიწყება

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG