გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ

„პროფესიული სწავლება და კარიერის დაგეგმვა“ პროექტის ფარგლებში, 22 იანვარს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ირაკლი კუჭავასთან გაფართოებული შეხვედრა ჰქონდათ. შეხვედრაზე მოსწავლეებმა მერს კითხვები დაუსვეს მათთვის საინტერესო საკითხებზე, პროფესიის არჩევაზე, წარმატებულ კარიერაზე, მიიღეს ამომწურავი პასუხები და რჩევები.შეხვედრას ასევე ესწრებოდა სოფელ გუთურის მაჟორიტარი დეპუტატი ლაშა თოლორდავა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ჩაუტარდათ ექსკურსია მერიისა და საკრებულოს სამსახურების საქმიანობის გაცნობის მიზნით.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #განათლება2018 #სკოლები

გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG