შეხვედრა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ინიციატივის ფარგლებში

23 იანვარს, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სამუშაო ჯგუფმა გამართა შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მთავარ მისიას მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება (LED) წარმოადგენს. მისი მიზანია მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რის მიღწევასაც საკუთარი შესაძლებლობების გაფართოვებით, ტექნიკური უნარების განვითარებით და კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით შეძლებენ.
#გურია2018 #ჩოხატაური2018

შეხვედრა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ინიციატივის ფარგლებში

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG