აფხაზეთში დაღუპული ჩოხატაურელი გმირი მშობლიურ მიწას მიაბარეს

17 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის მკვიდრი, აფხაზეთის ომში დაღუპული ალექსი ბერაძეს ცხედარი, 26 წლის შემდეგ მშობლიურ სოფელში გადმოასვენეს.
უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ღონისძიებით განხორციელდა.
ბუკნარის მარიამ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ჩოხატაურელი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ აკაკი შენგელიამ, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა.

აფხაზეთში დაღუპული ჩოხატაურელი გმირი მშობლიურ მიწას მიაბარეს

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG