სოფელ ფარცხმაში ახალი წყალსადენი შენდება

19 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ, მერის პირველ მოადგილე თამაზ ჯინჭარაძესთან და სოფლის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ ფარცხმაში ახალი წყალსადენის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრეს.
წყალსადენი მალე ექსპლუატაციაში შევა და სოფლის 60-მდე ოჯახს სასმელად ვარგისი წყლით უზრუნველყოფს.
პროექტი, რომლის ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
#გურია2019 #ჩოხატაური2019 #ინფრასტრუქტურა

სოფელ ფარცხმაში ახალი წყალსადენი შენდება

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG