დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩოხატაურში

21 მარტს, ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ფინანსური მხარდაჭერით, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე, ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლასთან არსებული „დღის ცენტრის“ და N1 საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ჯგუფის მოსწავლეების ჩართულობით, მუსიკალურ ნომრებთან ერთად, სხვადასხვა მხიარული აქტივობები ჩატარდა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ და მერის პირველმა მოადგილემ თამაზ ჯინჭარაძემ მიწვეულ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანებამ.
#გურია2019 #ჩოხატაური2019

დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩოხატაურში

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG