ქვენობანი-ბასილეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა ქვენობნის თემში იმყოფებოდა.
მერმა, პირველ მოადგილე თამაზ ჯინჭარაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გუდავაძესთან და ინსპექტირების ჯგუფის წევრებთან ერთად, ქვენობანი-ბასილეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივებს მიმდინარე სამუშაოებზე მიაწოდა ინფორმაცია.
პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 571,888 ლარს შეადგენს და შპს „Georgian Build“ ასრულებს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
#გურია2019 #ჩოხატაური2019 #ინფრასტრუქტურა

ქვენობანი-ბასილეთის  საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG