ისრაელის ელჩი შაბთაი ცური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

15 მაისს, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში- შაბთაი ცური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
ელჩი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაისთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ირაკლი კუჭავასთან და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ა(ა)იპ სასპორტო სკოლაში, საქართველოსა და ისრაელის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ თავისუფალი ჭიდაობის ტურნირს დაესწრო.
ტურნირი მუნიციპალიტეტში ტრადიციად დამკვიდრდა და უკვე მეხუთე წელია, არასამთავრობო ორგანიზაცია “SHALOM CLUB GURIA”-ს ინიციატივით, ისრაელის საელჩოს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ტარდება. შეჯიბრში გამარჯვებული სპორტსმენები ისრაელის ელჩმა და მხარისა და თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა დააჯილდოვეს.
ისრაელის ელჩმა, სამხატვრო სკოლაში ქართულ-ებრაული ურთიერთობების თემაზე შესრულებული საბავშვო გამოფენა დაათვალიერა და სამუსიკო სკოლის მოსწავლეების კონცერტს დაესწრო.
#გურია2019 #ჩოხატაური2019

ისრაელის ელჩი შაბთაი ცური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG