შეხვედრა მერების შეთანხმების ინიციატივის ფარგლებში

ევროკავშირის ინიციატივა „მერების შეთანხმების“ ფარგლებში, ენერგოეფექტურობის ცენტრის-ექპერტი საქართველოსა და აზერბაიჯანში გიორგი აბულაშვილი, განახლებადი ენერგეტიკის ინსტიტუტის, პოლონეთის საელჩოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას შეხვდნენ.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე და ისაუბრეს მუნიციპალიტეტში სამომავლოდ ენერგოეფექტურობის დანერგვისა და პოპულარიზაციის საკითხებზე. ევროპელი პარტნიორების შემოთავაზება თვითგენერირების პროექტის განხორციელებაა, რისთვისაც ჩოხატაური საქართველოს სხვა ოთხ მუნიციპალიტეტთან ერთად შეირჩა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მერების შეთანხმების კოორდინატორი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ლელა მდინარაძე.
#გურია2019 #ჩოხატაური2019

შეხვედრა მერების შეთანხმების ინიციატივის ფარგლებში

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG