შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

3 დეკემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ბენეფიციარების, ადგილობრივ სახელოვნებო წრეებისა და სამუსიკო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრები.
ღონისძიებას ესწრებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ღონისძიება, ა(ა)იპ ჩოხატაურის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG