ზოტის, ქვაბღისა და ჩხაკაურას ღონისძიება ხელოვნების სასახლეში

13 დეკემბერს, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში, სოფლების: ზოტის, ქვაბღისა და ჩხაკაურას ერთობლივი წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა.
კონცერტზე, სოფლის მაცხოვრებლებმა და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა საცეკვაო და მუსიკალური ნომრები.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სოფლის უხუცესები, რომლებსაც მიესალმა მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მადლობა გადაუხადა მათ მობრძანებისთვის, ასევე ორგანიზატორებსა და მონაწილეებს წინასაახალწლო განწყობის შექმნისთვის.
#გურია2019 #ჩოხატაური2019 #კულტურა

ზოტის, ქვაბღისა და ჩხაკაურას ღონისძიება ხელოვნების სასახლეში

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG