ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა საყურადღებოდ!

  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 ივნისის #6 დადგენილებით დამტკიცებული ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის” შესაბამისად, მოსაკრებლის განაკვეთი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის, ერთ სულ მოსახლეზე, განისაზღვრა 0.25 ლარით. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 4 სულით. ორგანიზაციების, დაწესებულებისა და იურიდული პირებისათვის დაკავებული შესაბამის ფართის მიხედვით. მოსაკრებელი დაბა ბახმაროს ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვრა ერთ სულ მოსახლეზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 4 სულით. ორგანიზაციების, დაწესებულებისა და იურიდული პირებისათვის დაკავებული შესაბამის ფართის მიხედვით.
  მოკლე ტექსტური შეტყობინება, დასუფთავების გადასახადების ელექტრონული პროგრამის საშუალებით გაეგზავნება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს ან/და მოსარგებლეს, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
  მოკლე ტექსტური შეტყობინება გაიგზავნება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
  დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში.

დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდება:

  ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, სოციალურად დაუცველი ოჯახები კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმით (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა უტოლდება ან ნაკლებია 65 000 ქულაზე);
  ბ) დევნილები;
  გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
  დ)საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები.
  დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა პირველ ეტაპზე დაეკისრებათ დაბა ჩოხატაურის ტერიტორიაზე არსებულ ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და იურიდიულ პირებს და დაბა ჩოხატაურში მცხოვრებ ფიზიკურ პირებს. დასუფთავების მოსაკრებელის გადახდა დაეკისრება ასევე, დაბა ბახმაროში არსებულ ორგანიზაციებსა და უძრავი ქონების მესაკუთრეს/მოსარგებლეს.
  დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია ,,სს ოპპა“ -ს სწრაფი გადახდის და ,,თიბისი ფეი“ -ს აპარატებიდან. გადახდა შესაძლებელია ასევე განხორციელდეს ინტერნეტის მეშვეობით.          (იხ. ბმული)

  სოციალურად დაუცველი ოჯახების, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლების მიზნით გთხოვთ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულმა პირებმა, რომელთა ოჯახების სარეიტინგო უტოლდება ან ნაკლებია 65 000-ზე, მიმართოთ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კომუნალურ სამსახურს ,,სხივს“ და წარადგინოთ აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია

 

ვიდეო ინსტრუქცია

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG