გურულები ,,X ფაქტორში"
მსოფლიოში წარმატებული და რეიტინგული პროექტი ,,X ფაქტორი" საქართველოშია. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან ქ.ქუთაისში გამართულ X ფაქტორის კასტინგზე წარსდგა ა.ა.ი.პ. კულტურის ცენტრთან არსებული ახლადშექმნილი როკ-ანსამბლი "GURIAN NICE KIDS"- ის (ხელმძღვანელი გოჩა გათაშვილი) ორი სოლისტი თამთა თავართქილაძე და ვიოლეტა მგალობლიშვილი,რომლებმაც წარმატებით გაიარეს ქ.ქუთაისის და შემდეგში ქ.თბილისის შემაჯამებელი კასტინგები და გახდნენ სატელევიზიო საკონკურსო პროექტის მონაწილენი. აღსანიშნავია,რომ გურიის რეგიონიდან მხოლოდ ამ დუეტს ვიხილავთ სატელევიზიო ჩანაწერებში. წარმატებებს ვუსურვებთ თამთას და ვიოლეტას, რომელთაც ძალიან უყვართ მუსიკა.