,,რა სურს ქალებს“...
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა გამართა თოქშოუ - "რა სურს ქალებს“..., სადაც სხვადასხვა პროფესიის მოწვეულმა ქალბატონებმა საინტერესო თემებზე აქტიური დისკუსია მოაწყვეს. ღონისძიების წამყვანი იყო ახალგაზრდა ნიჭიერი ჟურნალისტი ნინო კაპანაძე. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელებმა თავიანთი ნამუშევრების გამოფენასთან ერთად, შემოქმედებითი ნომრები შემოგვთავაზეს.