საჭადრაკო ტურნირი იწყება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 31 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით ტარდება მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკის ტურნირში. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ორგანიზაციისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები. მსურველებს მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შესავსებად შეუძლიათ მიმართონ ა.ა.ი.პ. სპორტის ცენტრს ( სპორტდარბაზში), ასაკი 18 წელს ზემოთ.