25 წელი 9 აპრილიდან

უკვე  მეოთხედი საუკუნეა 9 აპრილის სახელობის სკვერში ტარდება 9 აპრილს გარდაცვლილი გმირების სულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი. სოფ.ახალშენში  ნატო გიორგაძის საფლავის ყვავილებით შემკობის  შემდეგ  ტრადიციულად  დაბაში  ჩატარდა  ნატო გიორგაძის სახელობის ტურნირი ბალახის ჰოკეიში,რომელიც ჩოხატაურის ჰოკეის გოგონათა გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო გიორგაძის ოჯახს, სამშობლოს წინაშე გამოჩენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისთვის, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა.
ჯილდოსთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახი სიმბოლურად 6000 ლარს მიიღებს.

 

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG