„სხივი წარსულისა... “

ჩოხატაურის სამუზეუმო გაერთიანება მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „სხივი წარსულისა “ და პროექტის ფარგლებში აცხადებს სასწავლო შემოქმედებით კონკურსს.

საკონკურსო თემები:

1. ჩოხატაურის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - 55.

2. მე-19 საუკუნის ქართული პრესა ჩოხატაურის შესახებ, ჩოხატაურის ისტორია.

3. ჩოხატაურის ისტორიული ძეგლები.

4. ჩოხატაურელი იუნკერები.

5. ჩოხატაურელი საზოგადო მოღაწეები. ( პოეტები, მწერლები)

6. ჩოხატაურელი მეცნიერები.

7. ჩოხატაურის სასულიერო ცხოვრების ისტორია.

კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები,( IX, X, XI, XII კლასები) რომლებიც წარმოადგენენ ერთ ან მეტ საკონკურსო ნაშრომს. სასურველია ნაშრომი წარმოდგენილი იყოს ელექტრონული პრეზენტაციის სახით.

საკონკურსო თემას ირჩევს კონკურსანტი, სამუზეუმო გაერთიანების მიერ წარმოდგენილი თემებიდან.

კონკურსანტის მიერ ელექტრონული პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი თემა ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით

თემის არჩევის მოტივი.

წარმოდგენის მასშტაბი

კომპენტენტურობა და საკითხის განზოგადება.

ინდივიდუალური შეფასება.

საკონკურსო ნაშრომების მიიღება 2014 წლის აპრილის თვის განმავლობაში.

1-7 მაისს დასრულდება ნაშრომების მოსმენის ეტაპი.

კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება ექსკურსიით საქართველოს ერთერთ საუკეთესო მუზეუმში, ხოლო 18 მაისს, პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორს ჟიური დააჯილდოვებს.

სამუზეუმო გაერთიანება, დუმბაძის ქ. #13 II სართული  ტელ. 577 957 957 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG