სტიქია ჩოხატაურში
24 სექტემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა, მდინარე გუბაზეულის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია, ჩაიკეტა ნაბეღლავისა და ბუქსიეთის დამაკავშირებელი გზა. ასევე დაიტბორა სოფელ ბუქსიეთში მშენებარე ჰესის ტერიტორია.
სტიქიის ზონა მოინახულა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა.
მინისტრი ადგილზე გაეცნო სტიქიის შედეგებს და მიმდინარე სამუშაოებს.
დილიდანვე სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურები.