ENPARD - საქართველოში პროგრამის ფარგლებში, ორი ახლადშექმნილი კოოპერატივი დაფინანსდა
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD - საქართველოში) ფარგლებში, ქეა საერთაშორისო კავკასიაში, რეგიონული განვითარების ასოციაციასთან (RDA) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის სკოლასთან (ISET) ერთად ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტს დასავლეთ საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში: ხობი, აბაშა, სენაკი, (სამეგრელო) ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური (გურია) ცაგერი (რაჭა-ლეჩხუმი).
პროექტის მიზანია კოოპერატივების მეშვეობით სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდა, რაც განაპირობებს სოფლის მოსახლეობის შემოსავლების მატებას და შესაბამისად სიღარიბის შემცირებას საქართველოს სოფლებში.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გრანტი მოიპოვა ორმა ახლადშექმნილმა კოოპერატივმა: სოფელ ჩხაკაურაში „სამეგობრო 2014“ (საკალმახე მეურნეობა) და სოფელ ქვენობანში „გურია კომპანი 2014“ (ჩაის გადამუშავება).