სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი 2014 წლის 13-14 ნოემბერს საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში , სადაც გაიმართა სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს ოცდათვრამეტი რეგიონის სამოცდათექვსმეტი წარმომადგენელი მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სპორტული, სკოლის გარეშე და არაფორმალური განათლების დაწესებულებებიდან. ფორუმის ფარგლებში შედგა თითოეული ორგანიზაციის პრეზენტაცია, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის დოკუმენტი მომზადდა საქართველოს მთავრობის, კერძოდ კი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით. ჩამოყალიბდა მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სპორტული, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების დაწესებულებებისაგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო, პირველ საკოორდინაციო საბჭოში არჩეულ იქნა თბილისის,თერჯოლის, ქუთაისის, ბათუმის, ჩოხატაურის, ბაღდათის, გორის, სენაკის, ნინოწმინდის, თელავის, რუსთავის შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელები, რომლებიც ამავე დროს წარმოადგენენ რეგიონს, რომელიც კონტროლს გაუწევს ზემოთაღნიშნული მემორანდუმის შესრულებას.
ღონისძიებას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი.