გამგებლის ვიზიტი ლიტვაში

   საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში ა.წ. 17-21 ნოემბერს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები და გამგებლები სამუშაო ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში იყვნენ. სამუშაო შეხვედრები გაიმართა ლიტვის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციაში, ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტში, ლიტვის გარემოს დაცვის სამინიტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. დელეგაციის წევრები გაეცნენ ლიტვის წარმატებულ გამოცდილებას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილების საკითხებზე მუშაობის მიმართულებით, ინსტიტუციურ მოწყობას გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე.
   პროგრამა “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” მიმართულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე. პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე კლიმატის ცვლილების და მდგრადი სოფლის მეურნეობის საკითხებზე მომუშავე სპეციალური ერთეულების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, მიწართსარგებლობის და მდგრადი განვითარების სფეროში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და მხარდაჭერილია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.
   აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას საქართველოში, როგორც მნიშვნელოვან ძალისხმევას საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტური მენეჯმენტისა და დაცვისათვის.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG