პროექტი „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“
საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი ბიზნესით დაინტერესებული ფერმერთა ჯგუფებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის
განცხადება
სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD-საქართველო) პროექტის „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძნებისთვის" ფარგლებში, სენაკის, ხობის, აბაშის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის და ცაგერის, ასევე, ახლადდამატებულ ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, საუკეთესო ბიზნეს-იდეის გამოვლენის მიზნით, ცხადდება საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი ბიზნესით დაინტერესებული ფერმერთა ჯგუფებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის.
საგრანტო კონკურსი ჩატარდება რამდენიმე საფეხურად. კერძოდ, პირველ საფეხურზე საუკეთესო ბიზნეს-იდეის (60 პროექტის განხორციელების განმავლობაში) წარმომდგენი ფერმერთა ჯგუფის/სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგ-პროგრამაში, ბიზნესის დაგეგმარების და ორგანიზაციული განვითარების საკითხებზე. ასევე, მათთვის, ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციებს მოამზადებენ სოფლის მეურნეობის ექსპერტები, რაც, მისცემთ შესაძლებლობას, შეიმუშავონ სრულყოფილი ბიზნეს-გეგმები კონკურსის მეორე საფეხურზე წარმოსადგენად.
მეორე საფეხურის განხორციელების შემდეგ, გამოვლინდება საუკეთესო ბიზნეს-გეგმები (40 პროექტის განხორციელების განავლობაში), რომლებიც მიიღებენ თანადაფინანსებას და ტექნიკური ხასიათის მხარდაჭერას.
საგრანტო კონკურსი ცხადდება ევროპული სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის პროექტის (ENPARD-საქართველო) „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძნებისთვის" ფარგლებში, რომლის მიზანია ფერმერული მეურნეობების წარმოების ეფექტურობის ამაღლება და მათი შემოსავლების გაზრდა, ბიზნესზე ორიენტირებული მდგრადი ფერმერული ჯგუფების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის წახალისების და მხარდაჭერის გზით.
ბიზნეს-იდეის განაცხადის ფორმა და განმცხადებლის სახელმძღვანელო ბიზნეს-იდეის მოსამზადებლად შეგიძლიათ მიიღოთ მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან მუნიციპალიტეტებთან არსებულ რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში, ასევე, პროექტის ოფისში (მისამართი: ქ. სამტრედია, კაკაბაძის ქუჩა №8, ტელ.: (995 32) 223 60 20), ან ჩამოტვირთოთ ვებგვერდებიდან: www.care-causasus.org.ge, www.rda.org.ge
ბიზნეს იდეის განაცხადის ფორმები მიიღება 2014 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით (არაუგვიანეს 18:00 საათისა) პროექტის ოფისში, მისამართზე:
ქ. სამტრედია, კაკაბაძის ქუჩა №8
ENPARD – Cooperation for Rural Prosperity in Georgia is announcing second grant competition scheme for business-oriented smallholder farmers groups and agricultural cooperatives in order to select the best business ideas from the target municipalities of the project: Senaki, Khobi, Abasha, Lanchkhuti, Ozurgeti, Chokhatauri and Tsageri. In this occasion the competition is open as well to Lentekhi farmers groups and agricultural cooperatives.
The competition will be carried out in several phases. Throughout the first phase of the grant competition the farmers groups and agricultural cooperatives with the best business ideas (60 through the whole project) will be short-listed to participate in the trainings in business planning and organizational development and will receive technical advices from agricultural experts. This will enable them to get ready proper business plans and participate in the next phase of the competition. As a result of the second phase, farmers groups/agricultural cooperatives with the best business plans (40 through the whole project) will be selected for receiving co-finance and technical support from ENPARD-Cooperation for Rural Prosperity in Georgia.
The grant competition is announced as part of the project Cooperation for Rural Prosperity in Georgia within the framework of the EU funded European Neighborhood Programme for Agriculture and Rural Development in Georgia (ENPARD-Georgia) which aims to increase the efficiency of the agricultural production and income levels of farmers by promoting financially sustainable models of business-oriented smallholder farmer groups.
Deadline for submission of the Best Business Ideas for the first phase:
BEFORE 18 pm on December 29, 2014.