რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე იმსჯელეს

  მიმდინარე წლის 12 თებერვალს, გურიის გუბერნიაში, შედგა სამუშაო შეხვედრა ტურიზმის თემაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები და მიმართულებები წარმოადგინეს გურიის მუნიციპალიტეტებმა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა. რეგიონის ტურისტული პოტენციალის კვლევა, ტურისტული კერების განვითარების ეტაპები, გრძელვადიანი სტრატეგია, ბრენდინგის შექმნა და საკონსულტაციო ცენტრის ჩამოყალიბება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზედაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს.
ტურიზმის დეპარტამენიტის მხარდაჭერით მალე გურიის მუნიციპალიტეტებში - საკურორტო ზონებში საოჯახო, ეკო და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, განაშენიანების გენერალური გეგმის შექმნა და ტურისტულ სექტორში ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყება.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG